ის სიკვდილისთვის უყო განწირული, მაგრამ გადარჩა, იმისთვის, რომ შური იძიოს თავის გვარის განადგურებისათვის. საკუთარი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი ძლიერი მეომარი გახდა,მეტსახელად "მგლებზე მონადირე". სიკვდილისგან მიწისქვეშა მაღაროებში გადარჩენილი, "მგლებზე მონადირე" გზას ადგება თავის თანამგზავრთან არამფრენავ ღამურასთან ერთად. "მგლებზე მონადირეს" უზარმაზარი შურისძიების სურვილი კლავს, ის უნდა გაუსწორდეს ოჯახის გამანადგურებელს ,მას კაციჭამიას ეძახიან. დაუძინებელი მტრის ციხე-სიმაგრეში შეპარული სასტიკად უსწორდება კაციჭამიას. იქვე ორ ტყვეს ანთავისუფლებს, ბრძენ ტილორანს და მონას სახელად ნიილიტი. ყველა ერთად გალირადში მიდიან, ამ ქალაქშიც ბნელი ამბები ტრიალებს. გალირადის კნესი, ქალაქის გქდასარჩენად, ურიგებს თავის ქალიშვილს ელენს ახალგაზრდამეომარს ვინიტარს, დაპირებულს დაიცვას გალირადი. ახალგაზრდა კნეინას დიდი გზის გავლა მოუწევს მომავალი ქმრის საცხოვრებლამდე.
↧